გერმანიაში 24 საათში კოვიდის 65.000 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში 24 საათში კოვიდის 65.000 შემთხვევა დაფიქსირდაგერმანიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 65.000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ქვეყნის ინფექციური დაავადებების სააგენტოს, „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერის განცხადებით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს.

„ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს,” – განაცხადა ვილერმა.

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა დრამატულია. მერკელი დღეს გერმანიის 16-ვე მხარის პრემიერებთან შეხვედრას და საჭირო ზომების განხორციელებაზე მსჯელობას გეგმავს.