ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბოს, რომ საააკაშვილი ჩამოვიდა პოლიტიკურ პროცესში თავის სიცოცხლეს ფსონად, ივანივილმა კი მისი სიცოცხლით ითამაშა.
– ეს იყო წმინდა პოლიტიკური თემა და ეს არის უბედურება, რომ ორივე მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თამაში მიმდინარეობდა.
– კი ბატონო, მაგრამ მეც, რომელიც არასდროს ვუჭერდი სააკაშვილს მხარს, ამ სიტუაციაში ვითხოვდი მის კლინიკაში გადაყვანას და ასეთი საკმაოდ ბევრი ადამიანია.
– კი ბატონო და შეიძლება ჩავთვალოთ კიდეც, რომ ამ დიდ ომში ეს ბრძოლა ოპოზიციამ მოიგო და ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა ვერც ერთი თავისი ამოცანა. ერთი იყო მიშას დამცირება, მეორე – ოპოზიციის პროვოცირება, წამოგებოდა მორიგ შეთქმულების თეორიას, ვიღაცა დაეჭირათ და ა.შ. ვერ წამოიკიდა ვერც ოპოზიცია და მიშაც ვერ დაამცირა მორალურად. კი ბატონო, ეს იყო ბრძოლის მოგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიტიკური ომის მოგებას.
– ოპოზიციას რატომ არ უჭერს დასავლეთი მხარს უფრო აქტიურად, როცა ხედავს, რომ „ოცნება“დემოკრატიული ჩარჩოებიდან გავიდა?
– რატომ უნდა დაუჭიროს? იმას თავისი პრობლემები აქვს. შეიძლება, უნდათ კიდეც, რომ რაღაცა შეიცვალოს, მაგრამ უყურებენ პროცესს და ვერ ხედავენ რეალურ საშუალებას იმისათვის, რომ სწრაფი ცვლილებები განხორციელდეს. ისინიც მიჰყვებიან პროცესს, მეტი არაფერი. გგონიათ, დასავლეთში დილიდან საღამომდე საქართველოზე ფიქრობენ?! ჩვენ მათთვის მეასეხარისხოვანი საქმე ვართ.
– პრემიერის განცხადებებთან დაკავშირებით გკითხავთ: აღმოსავლეთ ლუქსემბურგში ცხოვრება უკვე იგრძენით თუ ჯერ შრომას ეჩვევით?
– არა, ძირითადად ვკოტრიალობ.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა