გორში გომელაურის სადღეგრძელოს გამო პოლიციელი ჯინიყაშვილი ცემეს

გორში გომელაურის სადღეგრძელოს გამო პოლიციელი ჯინიყაშვილი ცემესშიდა ქართლში პოლიციის მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრის სადღეგრძელოს დალევა გახდა. გორის ცენტრში ერთ-ერთ კაფეში  სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლექსო სუხიშვილმა დეტექტივების დეპარტამენტის უფროსი მას შემდეგ სცემა, რაც  შალვა ჯინიყაშვილმა მისი დავალება არ შეასრულა და ვახტანგ გომელაურის სადღეგრძელო ფეხზე მდგარმა  არ დალია.

“ტვ პირველის” კამერას შსს-ს მაღალჩინოსნები ემალებიან და  მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

ტვ პირველი