ირანში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის სამხრეთით მდებარეობდა.
ამის შესახებ ევროპა – ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:07 საათზე იგრძნეს, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ ბენდერ -აბასიდან 59 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა,
ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.
იპნ