ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდა

ისრაელში 3 პირს კოვიდის ახალი, სამხრეთ აფრიკის შტამი აღმოაჩნდაისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სამ ადამიანს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი დაუდასტურდა, – ინფორმაციას Guardian -ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინფიცირებულები ისრაელში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. მათივე ინფორმაციით, სამივე მოქალაქე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული იყო, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი ვაქცინა, ან რამდენი დოზა ჰქონდათ მათ მიღებული.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში“ შეიტანა და საკუთარი მოქალაქეებისთვის აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა.

იპნ