ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე აცრა იწყება

ისრაელში 5-11 წლის ბავშვების კოვიდზე აცრა იწყებაისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება შეუძლიათ და ვაქცინაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ვაქცინაციის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის მიერ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა.

„კომიტეტის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფის პირების ვაქცინაციის სარგებელი აღემატება რისკს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 9.4 მილიონს შეადგენს, 5-11 წლის ასაკის 1.2 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს, ამიტომ ექომები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში „კოლექტიური იმუნიტეტის“ მიღწევა საეჭვოა იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდება.

იპნ