იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
30 წლის მამაკაცი იტალიის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ ხარაჩოებზე იყო ამძვრალი.
იტალიური პრესა სხვადასხვა სტატიაში დაკავებულს “აკრობატად” მოიხსენიებს. მას თანამზრახველიც ახლდა თან, რომელმაც დაკავების ოპერაციის დროს მიმალვა მოახერხა. რაც შეეხება დაკავებულს, ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

