ხონში, პატარა ჯიხაიში, ქალს ტურა დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე, ლევან კობეშავიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შემთხვევა დღის საათებში მოხდა. დაშავებული მოქალაქე იხსენებს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის მეზობლისგან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. როგორც ნანა მიქაძე ამბობს, სოფელში ბევრი ტურაა და ღამით ადგილობრივებს მათი ხმა ყოველთვის ესმით, თუმცა დღის საათებში არ უნახავთ.
“კარალიოკს ვჭამდი, არ დავკვირვებივარ, ძაღლი მეგონა. ბუჩქებიდან უცებ მომიახლოვდა და დამეტაკა ტუჩებში პირდაპირ. ვერაფრით ვერ მოვაშორე და ხელები ჩავყავი, ტუჩები არ მომაგლიჯოს-მეთქი, ორივე ხელებით დავაბერტყე დაბლა და დავაჭირე ფეხი და დავიძახე-მიშველეთ! მერე ნაჯახით მოკლეს და მერე სასწრაფოც გამოვიძახეთ”,- ამბობს ნანა მიქაძე.
მთავარი