ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა – 1 მოზარდი დაიღუპა

ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა - 1 მოზარდი დაიღუპა19 ნოემბერს ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბათუმელები