საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზა უნდა მიიღონ, იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის საშვი, QR კოდი, ვალიდური იყოს.
„პანდემია არ დაგვისრულებია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს თავისი როლი პანდემიის „მეხუთე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს და დასძინა, რომ კვლევების თანახმად, ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი 6 თვის შემდეგ მცირდება.
საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 75% სრულად არის აცრილი.
იპნ