“მეგობარს აბაზანაში მინა თავზე ჩამოეფშვნა…” – რა მოხდა სასტუმრო ახალ საირმეში

"მეგობარს აბაზანაში მინა თავზე ჩამოეფშვნა..." - რა მოხდა სასტუმრო ახალ საირმეშითამარ მესხმა ფეისბქუში დაწერა:

“სასტუმრო ახალ საირმესთან დაკავშირებით უნდა მოგიყვეთ, როგორ გავატარეთ ორი დაუვიწყარი დღე.
გასულ შაბათ/კვირას მეგობრები ვიყავით დასავენებლად. აბაზანაში შესულ ჩემს მეგობარს ბანაობის შემდეგ მინის კარზე ხელის მოკიდებისთანავე, თავზე ჩამოეფშვნა მთლიანი მინა. გაეჭრა ხელი, ფეხი და აქვს უამრავი დაზიანება. ამ დროს სასტუმროს წარმომადგენელი გვეკითხება თუ გვყავს მანქანა რომ საავადმყოფომდე წავიყვანოთ ჩავსვით ჩვენივე მანქანაში და გადავიყვანეთ საირმის ცენტრში მდებარე პოლიკლინიკაში, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ნაკერები ჰქონდა დასადები, თუმცა პოლიკნიკაში ამის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომ უბრალოდ შეუხვიეს.(მადლობა ექიმებს).
დავბრუნდით სასტუმროში, არანაირი მოკითხვა, არანაირი ყურადღება არც იმ და არც ჩექაუთის დღეს. გავიდა ერთი კვირა, ჩემი მეგობარი, ყოველ დღე ხელის შეხვევებზე დადის, 1 კვირა ხელი უფუნქციოდ აქვს და სასტუმრომ საჭიროდაც არ ჩათვალა რომ სტუმრის ამბავი გაეგო, იცოდნენ რომ თბილისში ხელი უნდა გაეკერათ.
ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი გადარჩა, თუმცა შეიძლება სხვას არ გაუმართლოს. მართალია არ აპირებდა ამ ამბის გასაჯაროებას, მაგრამ რადგან მეც იქ ვიყავი, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეყოლა
თუ მაინც გადაწყვეტთ ამ სასტუმროში დასვენებას, ბანაობას მოერიდეთ ან უკეთეს შემთხვევაში ჩემი მეგობრის მსგავსად რეაგირების გარეშე არ დატოვოთ
მადლობა კარგი მასპინძლობისთვის New Sairme”