მეტროსადგურ დიდუბეში ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი – ლიანდაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ წუთებში, მეტროსადგური გაჩერებულია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მიმდინარეობს მამაკაცის ამოყვანის პროცედურები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალია და კონტაქტურია, მას სავარაუდოდ ტრავმა ფეხზე აქვს მიღებული.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში სავარაუდოდ თავად გადახტა.
სამაშველო სამუშაოების გამო მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს და მეტროსადგური დროებით დაიკეტა.
რუსთავი 2