მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგზე ადამიანი ჩავარდა. ინციდენტის გამო, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის და ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარობა ამ დროისთვის უცნობია.
დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.