ექიმი მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში წერს:
„მოითხოვეთ ექიმის ლიცენზია. წითელ დიპლომზეც რომ ჰქონდეს დამთავრებული ინსტიტუტი ექიმს, თუ მას ლიცენზია არა აქვს ანუ თუ გამოცდა არა აქვს სალიცენზიო, ჩაბარებული, ასეთს კანონით არა აქვს მკურნალობის უფლება. დიდი ხანია ვამბობ, გასაჯაროვდეს პრეზიდენტის მკურნალობა. სტატუსი ორგანოთა სისტემების მიხედვით ყოველდღე უნდა შეფასდეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ეს დასკვნა ყველაზე აბსურდული დასკვნაა მედიცინის ისტორიაში, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე. ასეთ აბსურდს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სოფლის ფერშალი არ იტყოდა ასეთ ვითარებაში.
მეოცე დღიდან შიმშილობის, იშლება ცილები, ამინომჟავები. საერთოდ, რამდენიმე ამინომჟავის ფიზიოლოგიური რყევა უკვე მძიმე ქრონიკულ დაავადებას ნიშნავს. 10-მდე ამინომჟავის პათოლოგიური ცვლილება უკვე სასიკვდილოა. არავინ მოკვდება თრომბოემბოლიით, თუ ამინომჟავების ბალანსი დაცულია.
ჯაბასთან ვიყავით კაბინეტში შესულები. ერთ ზვიადისტ ბიჭს ვეხმარებოდით, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა. ამ დროს დაურეკა ზვიადის ახლობელმა, ზვიადი ცუდ მდგომარეობაშია ფეხები შეშუპებული აქვს და სხვა პრობლემებიო. ჯაბამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და შესაბამისად მოიქცა. არანაკლებ საზარელ პირობებშია მიშა სააკაშვილი. ზვიადს სიყვარული გაყვა. მას გვერდით, მასზე და სამშობლოზე შეყვარებული ხალხი ეხვია ბოლომდე. დღეს პრეზიდენტი კი ციხეში ეწამება გინების და შეურაცხყოფების ფონზე. ციხის ექიმის მიერ, კატასტროფული პოლიორგანული დისკომფორტის, უპრიმიტიულესი შეფასება ვნახეთ. გავიგოთ როგორ აფასებს ამ მდგომარეობას არსებული კომისია.