საგანგებო მდგომარეობასთან ახლოს ვართ, უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად და სწრაფად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ვარიანტზე საუბრისას განაცხადა.
ნაფტალი ბენეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის შეფასება იგეგმება.
„როდესაც გვექნება სიტუაციის უფრო ნათელი სურათი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. „წითელ სიაში“ შეიტანა და საკუთარი მოქალაქეებისთვის აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრება, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი, ამ ქვეყნებიდან ისრაელში შესვლა აკრძალა. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ სამ პირს, რომელიც ისრაელში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდა, ახალი შტამი დაუდასტურდა.
იპნ