ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა გლდანის ციხის საავადმყოფოდან, სადაც მან მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრა:
“მან მოთხოვა ადმინისტრაციას ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.
სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არც ერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან.
მას შემდგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყავნის დროს, ის მოატყუეს და გაიტაცეს და გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ ექიმების და ადმინსიტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები მას ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო, მაგრამ ეს ადამიანი იბრძვის 50 დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას,რ ომ მისი პოზიცია ჩვენ ვიცოდეთ…
არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იცდის რუსთაველზე, იმ ადამიანებისთვის რომლები შიმშილობენ” – აღნიშნა ხერხეულიძემ.

