ნიკა გვარამია – “მიშა ახლა კარგადაა, ექიმებმა ძალიან იყოჩაღეს”

ნიკა გვარამია - "მიშა ახლა კარგადაა, ექიმებმა ძალიან იყოჩაღეს"“მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა, – ამბობს ნიკა გვარამია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

მთავარი