ზუგდიდის სოფელ ოდიშში მცხოვრები ფიფიების სახლი სრულად დაიწვა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ფიფიების სახლში ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა იქ 3 მცირეწლოვანი და 2 მოზარდი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მეზობლების ინფორმაციით, ბავშვებთან მხოლოდ ბებია იმყოფებოდა, რომელმაც ბავშვების გამოყვანა დროულად მოახერხა.
სოფელში მერის წარმომადგენელმა რუსგენ ბულიამ განაცხადა, რომ ოჯახმა მხოლოდ ერთი საწოლის გამოტანა მოახერხა, სხვა ნივთები დაიწვა.
მისივე ცნობით, ცეცხლი მეზობელ სახლსაც გადაედო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა მაშინვე ჩააქრეს.
რუსგენ ბულიას თქმით, ცეცხლი სხვენს გაუჩნდა, თუმცა რატომ, ამის შესახებ არაფერი იცის.