“ოცნების” კოორდინატორ იზა ჩირგაძეს ვერსად პოულობენ – მისი სახლიდან შეიარაღებული პირები გამოვიდნენ

"ოცნების" კოორდინატორ იზა ჩირგაძეს ვერსად პოულობენ - მისი სახლიდან შეიარაღებული პირები გამოვიდნენქუთაისის N 90 საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, რომელმაც “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალებაბში ამხილა, გაუჩინარდა. იზო ჩირგაძე უკვე 48 საათია აღარავის უნახავს. მისი სახლიდან რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული პირები გამოვიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციელები არ არიან, თუმცა ვინ არიან და რა მიზნით იმყოფებოდნენ აღნიშნულ მისამართზე, მათ მედიასთან არ გაამხილეს.

“ქართული ოცნების” რეგისტრატორს ეძებენ  ევროპელი დამკვირვებლები, თუმცა მის კვალზე ვერავინ გავიდა. იზო ჩირგაძის ადგილსამყოფელი არც მეზობლებმა იციან.

ჩემთვის უცნობია სად ბრძანდება ახლა ქალბატონი იზა და მისი ოჯახი. როგორც მეუბნებიან, სახლში ისინი არ არიან. ჩვენ არ ვართ სამართალდამცავები,რ ომ ძებნა განვახორციელოთ. ყველა საშუალებებით რაც ჩვენ გაგვაჩნია, ვთხოვთ მას, რომ გამოჩნდეს. ვპირდებით, რომ მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ დღეს ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს პოლიციური სისტემა, სუს-ი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, ისმინება ყველაფერი, ის, რომ იზას და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი შეხვედრაც კი ლამის ჩაიშალა, იმიტომ, რომ დაგეგმილი ოპერაცია მოუწყვეს, ეს შეხვედრა რომ არ შემდგარიყო. ესეც კი იმაზე მოწმობს თუ რამდენად ტერორში უნდათ ჰყავდეთ ამ ხელისუფლებას, – ამბობს ქუთაისის ვიცე მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი.
ორგანიზაცია ISFED-ი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მათ იზო ჩირგაძესთან შეთანხმება ჰქონდათ, რომ მის ინტერესებს დაიცავდნენ, თუმცა “ქართული ოცნების” კოორდინატორი კონტაქტზე არც მათთან გადის. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ჩირგაძეს საფრთხე ემუქრება.

იზა ჩირგაძე, რომელმაც თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” არჩევნების გაყალბების დავალება მიიღო, უკვე მეორე დღეა, არ ჩანს. ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ქმედებებში საჯაროდ ამხილა.

იზა ჩირგაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოები ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ.

ტვ პირველი