“ოცნების” წევრი დავით კამლაძე დააკავეს

"ოცნების" წევრი დავით კამლაძე დააკავესსამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ,,ქართული ოცნების” წევრი, დავით კამლაძე, დააკავეს.

მძიმე დანაშაულში  ბრალდებული კამლაძე მმართველი პარტიის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის, ბიუროს ხელმძღვანელია.

გავრცელებული ინფორმაციით, კამლაძეს ხელბორკილი სავარაუდოდ  სწორედ ,,ოცნების” ოფისში დაადეს.

ზესტაფონის მერიაში, სადაც ტყიბულის მაჟორიტატი დეპუტატის ბიუროა განთავსებული, ტვ პირველს ჯერ კამლაძის დაკავების ფაქტს არ დაუდასტურეს, შემდგომში კი განაცხადეს, რომ დაკავება აღნიშნულ შენობაში არ მომხდარა.

ტვ პირველი