ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლა

ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლაოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. 3 წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს.

ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ადამიანები მათივე ოჯახის წევრმა აღმოაჩინა და 112-ში დარეკა.

იპნ