პაატა შევარდნაძე – “სააკაშვილის უფლებები სახელმწიფომ უნდა დაიცვას”

პაატა შევარდნაძე - "სააკაშვილის უფლებები სახელმწიფომ უნდა დაიცვას"საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, შვილი პაატა შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას ეხმაურება.

პაატა შევარდნაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ სააკაშვილის, როგორც არჩეული პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს.

– ნებისმიერი ადამიანის უფლებას, უპირველეს ყოვლისა პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს.

ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას ერთნაირად ეხება, – აცხადებს პაატა შევარდნაძე.

ტვ პირველი