პერუში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 220 სახლი დაზიანდა

პერუში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 220 სახლი დაზიანდაპერუში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სახლები, არიან დაშავებულებიც.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (Indeci) განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანდა 220 სახლი. მათგან 81 საცხოვრებლად გამოუსადეგარი, 75 კი სრულად განადგურებულია. დაზიანებულ ობიექტებს შორის იყო შვიდი რელიგიური თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი და ორი სავაჭრო ცენტრი.

სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტის თქმით, დაშავდა 4 ადამიანი.

მიწისძვრა კვირას, პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორშიც.

იპნ