პოლონეთის უსაფრთხოების ძალებმა ასამდე მიგრანტი დააკავეს, როდესაც ისინი საზღვრის გარღვევას და ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლონელმა ძალებმა დაახლოებით 100 მიგრანტი დააკავეს,“- აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე მტკიცებით, მიგრანტების აღნიშნული ჯგუფის მცდელობას, შეეღწიათ პოლონეთის ტერიტორიაზე, ბელარუსულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი.
პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ოთხშაბათს მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 500-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა.
იპნ