პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
,,კვირას, 21 ნოემბერს, 346-ჯერ სცადეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ მესაზღვრეებმა შემთხვევების აღკვეთა სცადეს და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.
პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. უამრავი მიგრანტი ევროკავშირში შესვლას ცდილობს. საფრთხის გამო პოლონეთმა საზღვარზე სამხედროების მობილიზება გააძლიერა.
იპნ

