პოლონეთში დააკავეს ყველა პირი, ვინც საზღვრის გადაკვეთა სცადა

პოლონეთში დააკავეს ყველა პირი, ვინც საზღვრის გადაკვეთა სცადაპოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა.

”ეს არ იყო მშვიდი ღამე. პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბევრი მცდელობა განხორციელდა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და დასძინა, რომ ყველა, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, დააკავეს.

მისივე თქმით, სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები განალაგეს და სამხედროების რაოდენობა 12-დან 15.000-მდე გაზარდეს.

პოლონეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა 200-მა, გვიან ღამით კი – 60-მა მიგრანტმა სცადა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც, ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

იპნ