„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის საკითხისადმი დიდი ინტერესი ვერ ნახა.
„რა უნდა ვუთხრა პატიმარ კაცს? ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს გადასახედი. ფარსში არ უნდა ვიცხოვროთ…
ჩემდა გასაოცრად მიხეილ სააკაშვილის საკითხს დიდი ინტერესი ვერ ვნახე. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გავააქტიურე. პრეზიდენტი იყავი ორი ვადით ხო? რატომ ცდილობ უკან შემობრუნებას? ვერ იგებს ამას ამერიკელი. ტაქტიკურია, ეთიკურია, მაგრამ გულში ფიქრობს, ის ხომ იყო უკვე,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში შალვა ნათელაშვილმა.