რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.
როგორც ექიმმა გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, მას დღეს პაციენტი უნდა ენახა და შემთხვევით აღნიშნული შემთხვევა მოხდა.
როგორც გულიკო ქილიფთარი აცხადებს, იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში.
მისი თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია.
„ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ანუ გულის წასვლის ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მან.
რეანიმატოლოგის თქმით, პაციენტი საჭიროებს გამოკვლევებს.
“მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან პაციენტთან. მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ბრიგადა. ახლახანს მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს კიდევ გამოკვლევებს, უამრავი კვლევებია გაგზავნილი. მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება”, – განაცხადა ექიმმა.
იპნ

