რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში სპეცრაზმის ძალების მობილიზებაა. უცნობია, რატომ გახდა საჭირო სპეციალური დანიშნულების რაზმის ციხეში შეყვანა.
პარალელურად, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება. ის უკვე 35-ე დღეა, რაც შიმშილობს და სასიცოცხლო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის დამძიმებული. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება მისი კლინიკაში გადაყვანისთვის ემზადება.

