რუსთავში მანქანამ შუახნის ქალი გაიტანა

რუსთავში მანქანამ შუახნის ქალი გაიტანარუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შუახნის ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მას “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მესხიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.