სააკაშვილი – “მე არ შემიწყალებს რეჟიმი, რომელმაც სასაცილო საქმეები შემიკერა”

სააკაშვილი - "მე არ შემიწყალებს რეჟიმი, რომელმაც სასაცილო საქმეები შემიკერა"საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილსთვლის, რომ მისი და ქვეყნის გათავისუფლებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.

სააკაშვილი სპეციალური განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსაც პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.

ამასთან ის მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის ფაქტებს ეხმაურება:

“მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში, მივესალმები “გირჩელი” იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზა ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს ვისაც აიძულეს ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა.

ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო, დრო არის ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არც ერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია.

რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც.

მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის”, – ნათქვანმია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ტვ პირველი