„სააკაშვილის ანალიზები ძალიან შემაშფოთებელია“ – ბექა ბასილაია

„სააკაშვილის ანალიზები ძალიან შემაშფოთებელია“ – ბექა ბასილაიაადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შემაშფოთებელია. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბასილაიამ განაცხადა, რომ პარამეტრები გაუარესებულია, რის გამოც ის სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი.

“ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა – პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში”, – განაცხადა ბასილაიამ.