„სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა“ – იაგო ხვიჩია

„სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა“ - იაგო ხვიჩიაპოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა.

ხვიჩიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიიღეს და „მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ”.

„ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს შესაძლებელია თუ არა პაციენტის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად რომ გაუარესდეს, უნდა შეგვეძლოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ მისი სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე გადაფრენა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.