“სააკაშვილის კანი სულ თეთრია, იფცქვნება ადამიანი” – ეკა ხერხეულიძე

"სააკაშვილის კანი სულ თეთრია, იფცქვნება ადამიანი" - ეკა ხერხეულიძედე­პუ­ტატ­მა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ N18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ იგი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის დროს ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი კრი­ზის შემ­სწრე გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ღალ წნე­ვებ­თან ერ­თად მეხ­სი­ე­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც აქვს.

“დღეს მე შე­ვეს­წა­რი მის ჰი­პერ­ტო­ნი­ულ კრიზს, რო­მელ­საც და­ეს­წრო ექი­მიც. მარ­ტო არ ვყო­ფილ­ვარ და ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი ინ­ფორ­მა­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი იყო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი. 170/110-ზე და­უ­ფიქ­სირ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წნე­ვა და რაც მთა­ვა­რია, ამას ვერ გრძნობს თა­ვად. ვერ გრძნობს, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ ნორ­მად იქცა ის, რომ ყო­ველ დღე უნდა ჰქონ­დეს მა­ღა­ლი წნე­ვა. მი­თხრა, ხომ ცოტა ცუ­დად ვარ და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვი­ზო­მავ წნე­ვას. ავი­და, გა­ი­ზო­მა და ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა, რაც მის­თვის სა­გან­გა­შოა, თა­ვად ექი­მე­ბიც შეშ­ფოთ­დნენ, რად­გან კარ­გად ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში 120/80-ზეა. მის­ცეს ერთი აბი “კაპ­ტოპ­რი­ლი“ და ასე დას­რულ­და მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი და ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი. შეშ­ფოთ­და ად­მი­ნის­ტრა­ცია და ახლა გა­მო­ი­ძა­ხეს ექოს­კო­პია.

უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ანს ხელი რომ მოჰ­კი­დო და კან­ზე გა­და­უს­ვა, არის სულ თეთ­რი, “იფ­ცქვნე­ბა“ ადა­მი­ა­ნი. შე­მიძ­ლია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თიც გი­თხრათ. “რო­დე­საც ნევ­რო­პა­თო­ლოგ­მა მი­თხრა ტეს­ტი, მთხო­ვა სამი სი­ტყვის და­მახ­სოვ­რე­ბა მკა­ფი­ოდ, 5 წუთ­ში შე­მე­კი­თხა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავი ვა­ი­ძუ­ლე ეს სამი სი­ტყვა და­მე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა, ვერ შევ­ძე­ლი, ძა­ლი­ან შემ­რცხვაო“, – ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს. მე არ ვიცი, მეტი სიმპტო­მი კი­დევ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ უშ­ვე­ლონ ამ ადა­მი­ანს”, – გა­ნა­ცხა­და ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

ამბები