საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან.
„60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ, წინააღმდეგ შემოხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ,“- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 63%. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე 60 წელზე უფროსი ასაკის 520 000-მდე მოქალაქე აუცრელია.
იპნ