საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში მიწისძვრა მოხდასაბერძნეთის კუნძულ იკარიას სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მისი ცნობით, ეპიცენტრი კუნძულ იკარიაზე მდებარე ქალაქ აგიოს კირიკოსიდან 31 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაზარალებულთა და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

რეპორტი