სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა.

პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც.

უცნობია რა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა შეხვედრები.