სალომე ზურაბიშვილი – “სააკაშვილს არასდროს შევიწყალებ, ის განსაკუთრებული პატიმარია”

სალომე ზურაბიშვილი - "სააკაშვილს არასდროს შევიწყალებ, ის განსაკუთრებული პატიმარია"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზედაც განაცხადა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს.

– ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

ამის მიუხედავად, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები, – განაცხადა ზურაბიშვილმა.