საფრანგეთმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლა-მანშის სრუტესთან არსებული მიგრანტთა ბანაკი დაშალა, საიდანაც მიგრანტები გაერთიანებულ სამეფოში შეღწევას ცდილობდნენ.
ბანაკში მცხოვრები 1.500-ზე მეტი მიგრანტი სხვა ბანაკში გადაიყვანეს, ტერიტორია კი გაათავისუფლეს.
ამასთან, სამართალდამცავებმა 13 პირი დააკავეს, რომლებმაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
მედია წერს, რომ რამდენიმე თვეა საფრანგეთის სანაპიროდან ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის გაერთიანებულ სამეფოში შეღწევას ყოველდღიურად ასობით მიგრანტი ცდილობს.
მხოლოდ ბოლო 1 წლის მანძილზე ინგლისის არხის გადაკვეთით გაერთიანებულ სამეფოში 23.000-ზე მეტი მიგრანტი მოხვდა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის ხელისუფლებამ საფრანგეთს კონტროლის გამკაცრებისკენ არაერთხელ მოუწოდა.
იპნ