მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 88:83 დაამარცხა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან გამართავს.