„საქართველოს უნივერსიტეტის“ შენობაში ხანძარი იყო.
თვითმხილველის ინფორმაციით ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე – მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, მათ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაკვამლიანების გამო სტუდენტებს შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ.
პრაიმ ტაიმი