სერბეთის საფეხბურთო ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით გახარებულმა სერბეთის პრეზიდენტმა, ნაკრების წევრებსს მილიონი ევრო საჩუქრის სახით გამოუყო, თუმცა ფეხბურთელებმა ღირსეული საქციელით მსოფლიო მედია აალაპარაკეს.
მათ გადაწყვიტეს, რომ მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდეს. კერძოდ, მთლიანი ფული გადაირიცხება იმ ბავშვების სამკურნალოდ, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა დაავადებებს ებრძვიან.
ამ ყველაფრის შემდეგ, ხსენებული ნაკრების მოთამაშეებმა, პატივისცემა და ქება მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების მხრიდანაც დაიმსახურეს.
კროკო