შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი აირჩია.
ანდერსონი ჩამოაყალიბებს და უხელმძღვანელებს უმცირესობის მთავრობას, რომელიც მხოლოდ მისი პარტიისგან შედგება.
სოციალ-დემოკრატებს, რომლებსაც 349-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 100 მანდატი აქვთ, პოლიტიკის განსახორციელებლად რამდენიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის იმედზე ყოფნა მოუწევთ.
შეგახსენებთ, შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურა გასულ კვირაშიც დაამტკიცა, თუმცა მან თანამდებობა რამდენიმე საათში დატოვა. ანდერსონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, „მწვანეთა პარტიამ“ მთავრობა დატოვა იმის გამო, რომ პარლამენტმა კოალიციის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
იპნ