შვედეთის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე საათში დატოვა.
მედიის ინფორმაციით, მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა კოალიციურმა პარტნიორმა, „მწვანეთა პარტიამ“ მთავრობა დატოვა იმის გამო, რომ პარლამენტმა კოალიციის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
“არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია მას ტოვებს. არ მსურს ვხელმძღვანელობდე მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც ეჭვის ქვეშ დადგება. ვთხოვე პარლამენტის სპიკერს, გამათავისუფლოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობებიდან,“- განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს, როგორც ერთპარტიული მთავრობის ლიდერს, ხელახლა დაუჭერს.
„მზად ვარ, ვიყო პრემიერ-მინისტრი ერთპარტიულ, სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში,“- აღნიშნა მაგდალენა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, შვედეთის პარლამენტმა მაგდალენა ანდერსონი პრემიერ-მინისტრად ოთხშაბათს დაამტკიცა.
იპნ