თემქაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გარდაცვლილი ქალი 27 წლის სალომე მარტაშვილია.
გაზის გაჟონვის დროს სალომე მარტაშვილი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მეუღლის გადარჩენა სასწრაფოს ბრიგადამ მოახერხა, სალომე მარტაშვილი კი ვერ გადარჩა.
სალომე მარტაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გადაასვენეს. მას 3 წლის შვილი დარჩა, რომელიც შემთხვევის დროს ბებიასთან იმყოფებოდა.
გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული სახლში, სადაც გაზის გაჟონვა მოხდა.
პრაიმ ტაიმი