ტორესა მოსი გამოუშვეს

ტორესა მოსი გამოუშვესორი დღის წინ დაკავებული მწერლისა და “მთავარი არხის” ტელეწამყვანის, ტორესა მოსის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის განმარტებით, ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და საქმის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადაიდო. მოსამართლის თქმით, რადგან საქმეში მოცულობითი მასალებია, განხილვას დრო სჭირდება.

როგორც სასამართლო სხდომაზე ტორესა მოსიმ განაცხადა, ეს მისი პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მანამდე კი მისმა მეგობრებმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში აქცია- პერფორმანსი მოაწყვეს და შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც მისი ავტორობით დაწერილი წიგნები ჩააწყვეს.

მათ ამ ფორმით სიმბოლურად, დატყვევებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გააპროტესტეს. მათივე თქმით, დაკავებულისთვის ვადის გაგრძელება იმ მიზეზით მოხდა, რომ ტორესა მოსის პოლიტიკური  აქტივობა შეიზღუდოს.

მთავარი