ტყიბულის მაღაროში ნახშირის მასამ 2 ადამიანი მოიყოლა

ტყიბულის მაღაროში ნახშირის მასამ 2 ადამიანი მოიყოლატყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში 2 ადამიანი მოჰყვა

ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ხმა ისმოდა, რომელიც შველას ითხოვდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, ერთ-ერთ მაღაროში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა, მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები.

„მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ განუცხადა, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

იპნ