ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონები მძიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ლაშა ტალახაძემ ამჯერად საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +209 კგ. კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.
მან ოჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.
ლაშამ აკვრაში პირველ ცდაზე 247 კგ-იანი შტანგა შეუკვეთა და იოლად დაძლია. ამას მოჰყვა 257 კილოგრამი. ისიც ასწია. მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი შეიკვეთა – ფურცელზე 267 კილოგრამი დაწერა.