უბედური შემთხვევა მოხდა თემქაზე, 53 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გაზის წყლის გამათბობელი გახდა.
შემთხვევის დროს მამაკაცის სახლში მარტო იმყოფებოდა, ეს ამბავი გუშინ, 9 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
მამაკაცის მეუღლემ, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მაშველები გამოიძახა, რადგან მამაკაცი კარს არ აღებდა.
– გაიგუდა გაზით, ჩვენგან ჩავიდნენ და რომ შევიდნენ, მერე მეუღლე აღარ შეუშვეს, უკვე გარდაცვლილი იყო, ბოდიში და უნიტაზზე მჯდარა. აბაზანაში იყო, წყალი ყოფილა მოშვებული, ოღონდ ცივი წყალი მოდიოდაო და ძაღლიც იყო გარდაცვლილი, – უთხრა მეზობელმა ტვ პირველს.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.
ტვ პირველი