– სასაცილოა პროკურორის შეფასება, გულწრფელად მეცინება, ყველა მტკიცებულება კი არა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რაც დაადასტურებდა რომელიმე პირის ბრალეულობას.
ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, „რუსთავი2″ ყველაზე წარმატებული ნიკა გვარამიას დირექტორობისას იყო.
“არც ერთ მოწმეს არ უთქვამს სასამართლოს სხდომაზე ისეთი რამ, რაც შეიძლება ბრალდებას ადასტურებდეს. პირიქით, თითოეული მათგანის ჩვენება გამორიცხავდა დანაშაულის ჩადენას და ჩვენ ირონიულად ყოველთვის ვაკეთებდით კომენტარს, ნამდვილად ბრალდების მოწმე იყო თუ არა მოსული სასამართლოს სხდომათა დარბაზში. მგონია, რომ პაატა სალიას ჩვენებით არ მოხდება დადასტურება წარდგენილი ბრალდების, პირიქით, დადასტურდება რომ “რუსთავი 2″ ყველაზე წარმატებული ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში იყო, ეს აისახებოდა, როგორც სატელევიზიო რეიტინგებში, ასევე სარეკლამო შემოსავლებზე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.
იპნ

